სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: მათემატიკა.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მათემატიკის დოქტორი.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები:  ასოცირებული პროფესორ: გრიგორი გიორგაძე (კოორდინატორი),  პროფესორი თამაზ თადუმაძე,  ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ლომაძე
პროგრამის მოცულობა:
35 კრედიტი (სასწავლო კომპონენტი), მათ შორის:
25 კრედიტი სავალდებულო სასწავლო კომპონენტი;
10 კრედიტი არჩევითი სასწავლო კურსები.
სწავლების ენა: ქართული
 
															- მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხი მათემატიკაში, გამოყენებით მათემატიკაში, ფიზიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში.
 - ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დადასტურება
 - გასაუბრება თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიასთან.
 - შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
 - კვლევის თეზისი/პროექტი.
 
															კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები:
უმაღლესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულებები, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები.